cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ვაჟა–ფშაველა "ამოდის ნათდება"

by ჟანა ნოსელიძე — last modified 2011-08-15 09:01 Share

გაკვეთილის მთავარი თემა

ვაჟა–ფშაველას მოთხრობა „ამოდის ნათდება“

სწავლების საფეხური

მე–2 (საშუალო) მე–8 კლასი

მოსწავლეთა პროფილი

16 მოსწავლე,მათ შორის ერთი სსსმ მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა / აქტუალობა

მოსწავლეებში მაღალზნეობრივი ღირებულებების გამომუშავება, რაც დაეხმარება მათ ერთმანეთან ჯანსაღი ურთიერთობების ჩამოყალიბებასა და კონფლიქტების მოგვარებაში; გაიგებენ და დაინახავენ მეგობრობას,თანადგომას,ღალატსა და დაუნდობლობას შიმშილის გამო.

გაკვეთილის მიზნები და შედეგები

.ტექსტის მთავარი სათქმელის ამოცნობა პერსონაჟთა ურთიერთობებზე დაკვირვებით.

.ზეპირმეტყველებისა და არგუმენტირებული მსჯელობის უნარის განვითარება.

.წერის უნარის განვითარება.

.ჯგუფური მუშაობის ჩვევების განმტკიცება.

შედეგი:მოსწავლე კითხულობს მხატვრულ ნაწარმოებს და ავლენს კითხვის პროცესით გამოწვეული შთაბეჭდილების გადმოცემის უნარს,უკავშირებს მას რეალურ ცხოვრებას(გადმოაქვს ყოველდგიურ ყოფაში).

 

     შედეგი თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:

.გამოხატავს უშუალო ცოცხალ განცდას პრობლემურ საკითხზე მსჯელობის

დროს.

.საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს ლიტერატურული ტექსტით და რეალური

ფაქტებით.

.შეუძლია მსჯელობა ტექსტში გამოკვეთილ ცალკეულ მოვლენებზე.

სსსმ მოსწავლის მიზანი და

შედეგი

ლევანი–წყვეტილების შემოხაზვა,ანბანის ათი ასოს გამოცნობა,

მარტივ კითხვებზე პასუხი,მარტივი დავალებების შესრულება კომპიუტერთან.

ლევანი შეძლებს:

1.პასტით დაწერტილებული სიტყვის „მგელი“ შემოხაზვას.

2. კითხვებზე პასუხი: ავტორის, მოთხრობის გმირების დასახელება.

3.მგლის თვისებებზე საუბარი.

4.დადებითი და უარყოფითი პერსონაჟების დასახელება.

5.კომპიუტერთან გრამატიკულ ტესტში პასუხის გაცემა.

შეფასება

ვაფასებ მის მიხედვით თუ როგორ იყვნენ მოსწავლეები ჩართულნი გაკვეთილში,როგორ გაართვეს თავი ჯგუფურ მუშაობას, ვინ აკეთებდა პრეზენტაციას.

შფასების სქემა

წინასწარი ცოდნა

სახლში მიცემული ჰქონდათ მოთხრობის წაკითხვა,მგლის ფოტოს მოძიება.

სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

.მოსწავლეთა ნაშრომები,დაფა,ცარცი,ჭიკარტები,წიგნი.

.განმარტებითი ლექსიკონი.

.კომპიუტერი,პროექტორი–მასწავლებლის ელექტრონული პრეზენტაცია.

 

გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

გაკვეთილის A ფაზა–გამოწვევა

 აქტივობა 1.3წთ. მისალმება, სამუშაო განწყობის შექმნა .

კითხვა ლევანს _ რა გვქონდა გაკვეთილად?

ერთი მოსწავლე ორ–სამ წუთში გადმოსცემს ტექსტის მოკლე შინაარსს. ამავდროულად დანარჩენები გამოფენენ დავალებას.

 აქტივობა 2. 3წთ. ვეკითხები კლასს როგორი ყოფილა მგელი, რა ზიანის მოტანა შეუძლია მას?

ვეკითხები ლევანსაც მგელზე და თუ არ ეშინია მივცემ წინასწარ მომზადებულს მგლის სურათს (ხაზებით) და გააფერადოს.

 ვახდენ  სლაიდების ჩვენებას

აქტივობა3. 20წთ. კლასს ვყოფ სამ ჯგუფად,ლევანი პირველ ჯგუფთანაა.

I  ჯგ.–ტექსტი –  პირველი ნაწილი წაიკითხონ და გამიკეთონ მოკლე გეგმა.

II  ჯგ.–ტექსტი – მეორე ნაწილი წაიკითხონ და მათაც გააკეთონ წერილობით მოკლე გეგმა.

IIIჯგ. – სალექსიკონო მუშაობა–ამოიწერონ უცნობი სიტყვები და იქვე ნახონ ლექსიკონში განმარტებები.

ჯგუფები აკეთებენ პრეზენტაციას   

 აქტივობა 4. 5წთ. მასწავლებელი ერთვება და საუბრობს ვაჟა–ფშაველაზე–ბიოგრაფიული დეტალები.

 გაკვეთილის  B ფაზა  ცოდნის კონსტრუირება.

 აქტივობა 1.5წთ.კითხვა–პასუხი

მასწავლებელი ეკითხებათ ტექსტის ირგვლივ,აქ ჩართავს ლევანსაც.

მოსწავლეები გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ტოტიასადმი.

 აქტივობა 2.3წთ.გრამატიკული მუშაობა–ამოწერონ ტექსტიდან

ათი ზმნა და შეუწყონ პირები.

 გაკვეთილის  C  ფაზა –რეფლექსია (შეჯამება) 3წთ.

 

რა ვიცოდი   რა გავიგე   რა მინდა ვიცოდე 

 

ამ ცხრილს ვუკრავ დაფაზე და ავსებენ აქვე.

 

აქტივობა 3.2წთ.საშინაო დავალება

.გაკვეთილი მოყოლით

.უცნობ სიტყვებზე წინადადებების შედგენა.

.დასაწერად რვეულებში თავისუფალი თემა –მთვარიანი ღამე.

ლევანს–მამას ჰკითხოს თუ მოუკლავს მგელი.

 

 


Georgian

Creative Commons License