cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

Activity

ღია გაკვეთილი რუსული ლიტერატურა - ქარტული ლიტერატურა, 3 კლასი (132 სკოლა)

by Larisa Kazishvili — last modified 2011-01-09 01:02
group: ღია გაკვეთილი
Share

http://lemill.net/content/pieces/10e610d810d0-10d210d010d910d510d410d710d810da10d810e1-10db10e110d510da10d410da10dd10d110d0-132-10e110d910dd10da10d0-3-10d910da10d010e110d8/view

სასწავლო გეგმა 

1. გაკვეთილის თემა

            ივანე კრილოვის — ”ყვავი და მელია”

             იგავები

სულხან საბა ორბელიანის — ”მელა და მწევრები”

2. სწავლების საფეხური და კლასი

დაწყებითი სკოლის საფეხური, III1 კლასი

3. ინტეგრირებული საგნები

რუსული ლითერატურა — ლარისა ყაზიშვილი

ქართული ენა — ციცინო ჯალაღონია

4. მოსწავლეთა რაოდენობა

24 მოსწავლე

5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

 

6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

 

(საგნების მიხედვით)

  1. მოსწავლეთათვის იგავ-არაკების გაცნობა;
  2. ზღაპრისა და იგავის შედარება — შეპირისპირების ხერხით მორალის მოძებნა;
  3. მორალის შესაბამისი ანდაზების დახასიათება;
  4. მოსწავლეთათვის იგავების, როგორც ლიტერატურული ჯანრის თავისი მახასიათებელი ნიშნებით განსაზღვრა;
  5. მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების განვითარება;

 

  1. მოსწავლეთათვის იგავის გაცნობა;
  2. ძირითადი სამეტყველო უნარების განვითარება (წერა, კითხვა, მოსმენა, საუბარი)
  3. იგავის მორალისა და შესაბამისი ანდაზების დასახელება;
  4. საკუთარი აზრის გამოხატვის, ფაქტის აღქმისა და გაცნობიერების უნარის (გამოხატვა) განვითარება;
  5. მხატვრულად კითხვის უნარის განვითარება

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები

 

რუს. III●1 მოსწავლე განსაზღვრავს საკომუნიკაციო ამოცანის და შესაბამისად წარმართავს სამეტყველო ქცევას.

·         მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობაში — ამზადებს და შესაბამისად წარმოადგენს მასწავლებლის მითითებით შერჩეულ როლს;

·         როლის განსახიერებლად ადეკვატურად იყენებს დამხმარე საშუალებებს (ჟესტი, მიმიკა, დამახასითებელი მოძრაობა, მოხერხებულობის, ტყულის თუ სხვა თვისებებისა და გრძნობების გამომხატველი მინიშნებები.

 

 

ქარ. III●2 მოსწავლე ისმენს ლიტერატურულ ტეკსტს, იგებს და გადმოსცემს მის შინაარსს.

·         ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს და პერსონაჟებს;

·         მონაწილეობს ინსცენირებაში, არჩევს როლის შესაბამის ინტონაციასა და სხვა გამომსახველობით ხერხებს;

·         ამოიცნობს და ასახელებს ტექსტის თემას, მორალს.

 

 

 

8. თანმიმდევრობა (აქტივობა და დრო)

 

რუსული ლიტერატურა

 

             I.      მოსწავლეთა ორგანიზება (დრო 2 წთ.)

          II.      მასწავლებლის შესავალი სიტყვა (დრო 3 წთ.)

მონაწილეობს მთელი კლასი

·         მასწავლებელი სვამს კითხვას: რა არის გაკვეთილის თემა?

·         რით განსხვავდება იგავი ზღაპრისაგან?

მოსწავლეები იხსენებენ რუსულ და ქართულ ზღაპრებს; ლიტერატურულ ზღაპრებსა და მათ ავტორებს; იძლევიან იგავის განმარტებას, სადაც ადამიანთა მანკიერებაზეა გამახვილებული აქცენტი.

       III.      საშინაო დავალების შემოწმება (დრო 5 წთ.)

მოსწავლეები კითხულობენ იგავ-არაკებს:

”მაიმუნი და სათვალე”

”სარკე და მაიმუნი”

კითხულობენ გამომეტყველებით და როლებში; განსაზღვრავენ იგავების მორალს, იხსენებენ შესაბამის ანდაზებს.

        IV.      ახალი მასალის ახსნა (დრო 5 წთ.)

მასწავლებელი მიმართავს კლასს:

·         დღეისთვის შევისწავლოთ ახალ იგავ-არაკს ივანე კრილოვისას, და მიუთითებს დაფაზე გაკრულ პლაკატზე ამოიკითხონ იგავის სათაური მარჯვნიდან მარცხნივ.

·         მოსწავლეები კითხულობენ.

 

АЦИСИЛ И АНОРОВ

·         მასწავლებელი უკითხავს მოსწავლეებს ორ იგავს

”Ворон и Лисица” — ეზოპეს და

“Ворона и Лисица” — კრილოვის.

ატარებს სალექსიკონო მუშაობას.

           V.      მასალის განმტკიცება (დრო 2 წთ.)

მასწავლებელი სთავაზობს მოსწავლეებს შეავსონ დაფაზე დაწერილი კროსვორდი მელიის დამახასიათებელი თვისებებით:

 

 

Л

Ж

И

В

А

Я

 

Х

И

Т

Р

А

Я

 

О

С

Т

О

Р

О

Ж

Н

А

Я

Ж

А

Д

Н

А

Я

 

 

·         მოსწავლეები კიდევ ერთხელ კითხულობენ ტექსტს, განსაზღვრავენ ანდაზას და იგავს.

        VI.      ჯგუფებში მუშაობა (დრო 3 წთ.)

მასწავლებელი ყოფს კლასს ექვს ჯგუფად და ურიგებს მათ ბარათებს, რომლებზეც წერია დაუმთავრებელი ანდაზები და ავალებს მათ, დაასრულონ ისინი:

1.      Век живи — ………..

2.      Труд человека кормит …………

3.      Делу время — ……….

4.      Ученье — путь …………

5.      Других не суди …………

6.      Без беды ……….

ჯგუფებიდან ლიდერები წარმოადგენენ დასრულებულ დავალებებს, მასწავლებელი წერს დაფაზე.

     VII.      გაკვეთილის შეჯამება (დრო 2 წთ.)

მასწავლებელი აჯამებს გაკვეთილს, შეახსენებს მოსწავლეებს რა გააკეთეს, აღნიშნავს შეაქებს ყველაზე აქტიურ მოსწავლეებს, საუკეთესო პრეზენტატორს.

  VIII.      საშინაო დავალება (დრო 1წთ.)

·         ტექსტის მხატვრულად წაკითხვა;

·         სცადონ იგავის ილუსტრირება.

        IX.      იგავის ”ჭრიჭინა და ჭიანჭველას” ინსცენირება ( დრო 2 წთ.)

 

 

ქართული ენა

 

             I.      მოსწავლეთა ორგანიზება და ყველა დანარჩენი აქტივობა წარიმართება რუსულ ლიტერატურასთან ერთად თანმიმდევრულად (დრო 1 წთ.)

          II.      მასწავლებლის შესავალი სიტყვა (დრო 2 წთ.)

მონაწილეობს მთელი კლასი.

მასწავლებელი სვამს კითხვებს: რა არის გაკვეთილის თემა?

რა განმასხვავებული ნიშნები აქვს იგავს ზღაპართან შედარებით?

მოსწავლეები ასახელებენ ხალხური და ლიტერატურული ზღაპრების განმასხვავებელ ნიშნებს, და აგრეთვე, იგავებში გადმოცემულ მანკიერ თვისებებს ჩამოთვლიან.

       III.      საშინაო დავალებების შემოწმება (დრო 5 წთ.)

პრეზენტაცია.

თითოეული მოსწავლე (10 სულ) ასახელებს სახლში მიცემულ ანდაზებს, სათითაოდ, და საუბრობენ მასში ნაგულისხმევ აზრზე.

        IV.      ახალი მასალის ახსნა (დრო 8 წთ.)

მასწავლებელი მიმართავს მოსწავლეებს თვალი შეავლონ დაფას და დაასახელონ ის თემა, რის გადაცემასაც იგი აპირებს.

მოსწავლეები კითხულობენ უკუღმა დაწერილ იგავის სათაურს:

იბერვეწმ ად აილემ

 

·         მასწავლებელი კითხულობს ტექსტს პაუზებით და იძლევა სავარაუდო კითხვებს.

·         მოსწავლეები ვარაუდობენ.

მასწავლებელი განუმარტავს უცნობი სიტყვების მნიშვნელობებს /დაფაზე წინასწარ დაწერილს/

·         მასწავლებელი აკითხებს იგავს მოსწავლეებს როლებში.

მასწავლებლის მითითების თანახმად უცხო სიტყვების გამოყენებით წინადადებებს შეადგენენ, დაფაზე გამოსახავენ ვენის დიაგრამას მელიისა და მწევრების თვისებებისა /საერთო და განმასხვავებული/ და ნიშნების მიხედვით.

           V.      ჯგუფური მუშაობა ( დრო 3 წთ.)

მასწავლებელი ჯგუფებში უკვე განაწილებულ მოსწავლეებს უნაწილებს ბარათებს და აძლევს მითითებას რუსულში დასახელებული ანდაზების გასწვრივ შესაბამისი ქართული ანდაზების დასრულებას.

·         სწავლა ცოდნის ............

·         შრომა აკეთილშობილებს ..................

·         განსჯი სხვას .............

·         ხერხი სჯობია ღონესა .................

·         მეგობარი ჭირში .................

·         ათჯერ გაზომე .................

        VI.      გაკვეთილის შეჯამება (დრო 2 წთ.)

მასწავლებელი კიდევ ერთხელ შეახსენებს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას. უსვამს მათ საკვანძო კითხვებს:

·         რომელ იგავებს გავეცანით და ვინ არიან ავტორები იგავებისა: ”მელა და მწევრები” და ”ყვავი და მელია”?

·         რომელი პერსონაჟია ორივესთვის საერთო?

·         როგორ მოგეწონათ გაკვეთილი და რა იყო საინტერესო მასში?

     VII.      საშინაო დავალების მიცემა (დრო 1 წთ.)

ტექსტი ”მელია და მწევრები” — გამომეტყველებით კითხვით; დასაწერად — სტრიქონების მიხედვით გეგმის შედგენა.

 

9. შეფასება

მოსწავლეთა შეფასება ხდებოდა გაკვეთილის განმავლობაში საქებარი სიტყვებით: ყოჩაღ! კარგია! გაკვეთილის ბოლოს კი აქტიური მოსწავლეები (ინდივიდუალური, ჯგუფური, პრეზენტაცია, განმსაზღვრელი) ბურთულათა რაოდენობის მიხედვით შეფასდა: ”წ/ჩ. ჩაეთვალა”

10. საგანმანეთლებლო რესურსები

  • III კლასის ქართული ენის სახელმძღვანელო;
  • სულხან საბა ორბელიანის პორტრეტი /ავტ. ე. აფნაზავა/
  • ივანე კრილოვის პორტრეტი
  • რუსული ენის სახელმძღვანელო /ავტ. ვ.გ. იგორეცკი/
  • კრილოვის იგავების ილუსტრაციები.

 

 


132 სკოლა, 132 skola, 132 shkola, ღია გაკვეთილი, 132 scool, tbilisi, ქ. თბილისი


Georgian

Creative Commons License