cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკები და სახარებისეული იგავები

by neli petriashvili — last modified 2011-01-09 01:25 Share

1. პედაგოგის გვარი, სახელი პეტრიაშვილი ნელი, ხომასურიძე მარინე
2.  ინტეგრირებული საგნები ქართული ენა და ლიტერატურა, ისტორია-გეოგრაფია, ხელოვნება
 3. მოსწავლეთა რაოდენობა 14 მოსწავლე

4. გაკვეთილის სასწავლო მიზნები  და  შედეგები

  • ბავშვები საკუთარი მსჯელობით მივიდნენ იმ აზრამდე, რომ სიკეთისა და ბოროტების ჭიდილში იმარჯვებს სიკეთე და მარცხდება ბოროტება
  • სიკეთის პირველი სათავეების შეცნობა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან

5. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ინდიკატორები
  •  პარალელს ავლებს სახარებისეულ იგავებსა და სულხან-საბას იგავ-არაკებს შორის.
  • მოსწავლე არკვევს იგავ-არაკებში დასმული პრობლემების გადაჭრის ალტერნატიულ ვარიანტებს, ეძებს და პოულობს მათი გადაჭრის გზებს.
  • ზეპირად აყალიბებს კითხვებზე პასუხებს და გადმოგვცემს შთაბეჭდილებებს.
 6. თანიმდევრობა
  •  ხანგრძლივობა 45 წუთი.  კლასი დაყოფილია სამ ჯგუფად.

(6 წუთი)                                                            

ქართულის მასწავლებელი სვამს კითხვას:

  • სად დაიბადა სულხან-საბა ორბელიანი?
  • რატომ გახდა იგი კათოლიკე ბერი?
  • რა მიზნით იმოგზაურა სულხან-საბამ ევროპაში, კერძოდ საფრანგეთში? (ამ დროს სლაიდების მეშვეობით ეკრანზე ჩნდება სულხან-საბას ყმაწვილობის, ტანძიის და ვერსალის სურათები)

                                                        

გეოგრაფიის მასწავლებლის ჩართვა:

  • როგორ მოიხსენია უდაბნო სულხან-საბამ.
  • სად მდებარეობს გარეჯის უდაბნო და სხვა რომელი უდაბნო ვიცით. (სლაიდები გარეჯის სამონასტრო კომპლექსიდან)
  • როგორია გარეჯის უდაბნოს ბუნება?
  • ვისი თაოსნობით გაშენდა გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რამდენ ნაწილად იყოფა იგი და რომელია მამა დავითის საცხოვრებელი ადგილი?

გეოგრაფიის მასწავლებელი მიმოიხილავს ისტორიულად ამ ეპოქას. ასურელი მამების შემოსვლას საქართველოში

  • რას ნიშნავს სიტყვა გარეჯა? 

(8წუთი)                                                                                        ბავშვებმა თავდაპირველად წარმოადგინეს იესო ქრისტეს იგავები. "უძღები შვილი". მოსწავლე, რომელმაც წარმოადგინა ეს იგავი უსვამს თანაკლასელებს კითხვებს:

  • რატომ გადაწყვიტა შვილმა მამისეული სახლის მიტოვება?
  • როგორ მდგომარეობაში აღმოჩნდა მამისეული სახლიდან წასული შვილი?
  • რატომ იყო შვილი უძღები?
  • რატომ დაბრუნდა უძღები შვილი მამისეულ სახლში; როგორ ფიქრობთ, ეს დამარცხებაა თუ ცხოვრების ახალი ეტაპი?
  • როგორ ფიქრობთ, ვინ იგულისხმება ბიბლიური  იგავის მამაში ზოგადად?
  • მოიშველიეთ რომელიმე ქართული ანდაზა.

იგავის პრეზენტატორი ფასდება ინდივიდუალურად.

 მეორე ჯგუფის მოსწავლე წარმოადგენს "იფქლისა და ღვარძლის იგავს". განმარტავს ძვლი ქართულით წარმოდგენილ სიტყვებს და სვამს კითხვებს:

  • ვინ არის ძე კაცისა?
  • რა იგულისხმება სიტყვაში ''ყანა''?
  • ვინ არის ღვარძლის მთესავი?
  • როცა უფალმა ყანას გადახედა, როგორ მიხვდა, რომ ეშმაკის ხელი ერია მის ნამოქმედარში?
  • ვინ არიან მომკალნი?
  • ვის მოავლენს ღმერთი ქვეყნის დასასრულს დედამიწაზე?
  • რას იზამენ ანგელოზები?
  • რისკენ მოგვიწოდებს ეს იგავი და რაზე უნდა იზრუნოს ადამიანმა?

(12 წუთი)                                                                                   სახარების იგავების შემდებ ბავშვები წარმოადგენენ სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკებს.

მესამე ჯგუფის მოსწავლე წარმოადგენს იგავ-არაკს ''უკან მიდევნებული ლამპარი'' ირჩევს მოპოასუხეს სხვა ჯგუფიდან და უსვამს კითხვებს:

  • დაეთანხმა თუ არა შვილი მამის ანდერძს თავიდანვე, მაშინვე გამოხატა თუ არა თავისი აზრი?
  • რა უცნაური ჩვევა დასჩემდა უფლისწულს და რა იყო ამის მიზეზი?
  • რატომ არჩია უფლისწულმა პირდაპირ თქმას იგავური მინიშნება.

იმართება დისკუსია თემაზე ''მე ვარ უფლისწული''. რომლის დროსაც ნათლად იკვეთება ბავშვების სუბიექტური  მოსაზრება. მოიფიქრეს აფრიზმი ''რასაცა გასცემ შენია,  რაც არა - დაკარგულია''

პირველი ჯგუფის მოსწავლე წარმოადგენს თავის საყვარელ იგავ-არაკს ''სანთლით საძებარი მოურავი'', რომელსაც მოსდევს კითხვები:

  • მოურავი კარგი კაცი იყო. რისი მსხვერპლი გახდა იგი?
  • რა მოჰყვა მტრობას?
  • როდის დააფასეს ქვეშევრდომებმა ძველი მოურავი?
  • ქვეშევრდომებმა მოურავ დაუფარავად უმტრეს, გონს მოსვლის შემდეგ რატომ ვეღარ გამოხატავენ  თავის აზრს პირდაპირ?
  • თქვენი აზრით, რას გამოხატავს თითბზე დანთებული სანთლები.
  1. ცოდვის გამოსყიდვის სურვილი;
  2. სათქმელის იგავურად გამოხატვა;
  3. ერთიც და მეორეც;
  • სულხან-საბა ორბელიანის ბიოგრაფიის რომელი ფაქტი აისახა იგავში?

მოსწავლეებმა გაავლეს პარალელი ბიბლიურ იგავებთან და მსჯელობით მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ  გონს მოსვლა და დანაშაულის აღიარება არასდროს არ არის გვიან. რომ ქვეყნად სიკეთის გვერდით არსებობს ბოროტებაც, რომელსაც უნდა ებრძოლონ.

მეორე ჯგუფის მოსწავლემ წარმოადგინა იგავი ''განშორებული და მარტვილი''. გაიაზრა სათაური რომელიც განუმარტა თანაკლასელებს და დაუსვა კითხვები:

  • როგორ გამოიცნობიან ცხონებული და წარწყმედილი ადამიანები?
  • რა ყოფილა საჭირო ადამიანის ცხონებისთვის?

 (6 წუთი)                                                                                    ბავშვებმა, თავისი საყვრელი იგავ-არაკები ნახატებით წარმოადგინეს, საუკეთესო კი აარჩია ხელოვნების მასწავლებელმა.

ამ აქტივობისას გამოვლინდა, რომ ბავშვები უფრო მეტ იგავ-არაკს იცნობდნენ, ვიდრე გვაჩვენეს.

 (3 წუთი)

პროექტორზე გამოსულ კროსვორდს, რომლის ანალოგიური ვარიანტი ურიგდება თითოეულ ჯგუფს, ავსებენ ბავშვები. კროსვორდი იწყობა იგავ-არაკების დადებითი პერსონაჟებით.

შეფასება ხდება კრიტერიუმით - სწრაფად და სწორად. ქვიშის საათის მეშვეობით

(5წუთი)

ბოლო, შემაჯამებელი აქტივობაა ''კეთილი მარცვალი''.

ფორმატზე არის  დაწებებული 14 ''სიკეთის მარცვალი'' ბავშვების სახელით და გვარით. ბავშვები ყვავილის გვირგვინში წერენ მიზნებს, როგორც უნდათ რომ იცხოვრონ. რა აწავლა ამ გაკვეთილმა. მასწავლებელი მწვანე მარკერით აკეთებს ყლორტს და მარცვალს და გვირგვინს აერთებს ერთმანეთთან.

                                                       

 გთავაზობთ რამდენიმე  ნააზრევს:

  • ''სიცოცხლეშივე ვაკეთო სიკეთე''.
  • ''არასდროს არავის გავუკეთო ის, რაც არ მინდა საკუთარი თავისთვის''.
  • ''შემეძლოს დანაშაულის აღიარება''.
  • ''ვაკეთო სიკეთე ფარულად, ანგარების გარეშე''.
  • ''ასჯერ გავზომო და ერთხელ გავჭრა''.
  • ''პირის გაღებამდე მოვიფიქრო სათქმელი''.
  • ''არავინ განვიკითხო''.
  • ''ვიყო მართალი უფლისა და ადამიანების წინაშე''.

7. საკლასო მენეჯმენტი-

საგანმანათლებლო რესურსი

კომპიუტერი -1, პროექტორი,  თაბახის ფურცლები, საწერ-კალამი, ფერადი ფანქრები და ფურცლები, ქვიშის საათი, ფორმატის ფურცელი, მარკერი,

 8. ინფორმაციის წყაროები სახარება, წმინდა მამა - დავით გარეჯელის მონასტრის  მიერ გამოცემული ალბომი, ქართული ენა და ლიტერატურა მე-8 კლასი, ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია,
   
   
   


http://www.lemill.net/


www.lemill.net


გაკვეთილი, ქართული, ისტორია-გეოგრაფია, ხელოვნება, რელიგია


Georgian

Creative Commons License