cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

Activity

ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობი”

by xatuna yaulashvili — last modified 2009-12-23 16:22 Share

1. გაკვეთილის თემა

ვაჟა - ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობი”

2. სწავლების საფეხური და კლასი

გაკვეთილის თემა განკუთვნილია  V კლასის მოსწავლეთათვის

3. ინტეგრირებული საგნები

მასწავლებლების სახელი, გვარი

ართული

ხელოვნება
უსიკა, ბუნება



ხათუნა ყაულაშვილი

ქეთი თედორაძე

ელზა გარაყანიძე, ნარგიზა ჯუღელი

4. მოსწავლეთა რაოდენობა

28


5. განსაკუთრებული მიდგომების საჭიროებების მქონე მოსწავლეთა რაოდენობა და პროფილი

0


6. გაკვეთილის სასწავლო მიზნები

( საგნების მიხედვით)

ქართული:

გაკვთილის ბოლოს მოსწავლეები გასაზღვრავენ ნაწარმოების თემას, იდეას. ამოიცნობენ მწერლის ჩანაფიქრს. გაავლებენ ლიტერატურულ პარალელებს. ყურადღებას გაამახვილებენ სხვადასხვა ტექსტებში მნიშვნელოვან დეტალებზე. გამოთქვამენ საკუთარ აზრს ამა თუ იმ პერსონაჟის ქცევაზე, იმსჯელებენ ტექსტში დასმულ პრობლემებზე. დამოუკიდებლად შექმნიან მცირე ზომეის ტექსტებს. გააკეთებენ გამაფრთხილებელ პლაკატებს.

მუსიკა:

გაკვეთილის ბოლოს მოსწავლეები განიხილავენ მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებებს და შეაფასებენ მას. განიხილავენ ხელოვნების დარგებს და მათ კავშირებს სინთთეზურ ხელოვნებაში.

ხხელოვნება:

 მოსწავლეები გამოიმუშავებენ დაკვირვების უნარ-ჩვევებს. დაკვირვების შედეგად ამოიცნობენ სხვადასხვა პერსონაჟის ხასიათს, განცდას.

ბუნება:

  მოსწავლეები იმსჯელებენ მცენარეებისა და ცხოველების მნიშვნელობაზე. მოყვებიან ისტორიას საყვარელ ცხოველებზე და მცენარეებზე. გამოხატავენ საკუთარ დამოკიდებულებას ცოცხალი ორგანიზმებისათვის მიყენებული ზიანის მიმართ.

7. ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული მისაღწევი შედეგი/ ინდიკატორები

ქართული

მიმართულება: ზეპირმეტყველება

ქართ. III.2. მოსწავლე ისმენს ლიტერატურულ ტექსტებს, იგებს და გადმოსცემს მათ შინაარსს. ასახელებს მოსმენილ ტექსტში ასახულ ფაქტებს, პერსონაჟებს. აღწერს და ახასიათებს საგნებსა და პერსონაჟებს თვალსაჩინო ნიშნების მიხედვით. ავლებს პარალელს მოსმენილ ტექსტში ასახულ ამბავსა და პირად გამოცდილებას შორის. აფასებს ნაწარმოებს, პერსონაჟებს, მათ საქციელს და ცდილობს საკუთარი მოსაზრების ახსნას.

მიმართულება: კითხვა

ქართ III.4., ქართ.III.6. საუბრობს პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებ
აზე. გამოხზატავს წაკითხული ტექსტით აღძრულ ემოციებს, განცდებს. ასახელებს მულტფილმებს, სურათებს, ნახატებს, მოსმენილ და წაკითხულ ნაწარმოებებს, რომლებიც გაახსენდა ტექსტის კითხვის დროს. მსჯელობს მსგავსებასა და განსხვავებაზე. აფასებს პერსონაჟთა საქციელს. წაკითხული ნაწარმოებისაგან მიღებული შთაბეჭდილებით ქმნის ილუსტრაციებს.

 მუსიკა

მუს.V.3. განსაზღვრავს და გამოხატავს მისთვის საინტერესო განწყობილებას, იდეას, სიუჟეტს, თემას.

მუს.V.7. თანამშრომლობს სხვებთან.

მუს.V.9. უსმენს და აფასებს მუსიკალურ ნაწარმოებებს.

მუს.V.11. მოსმენისას იცავს ქცევის ნორმებს.

მუს.V.12. ესმის და წარმოაჩენს, რომ ხელოვნება კომუნიკაციის საშუალებაა.

მუს.V.13 განიხილავს ხელოვნების დარგებს და მათ კავშირებს სინთეზურ ხელოვნებაში.

მუს.V.14. განიხილავს მუსიკალურ ნაწარმოებებს.

მუს.V.15. განასხვავებს და აჯგუფებს მუსიკალურ საკრავებს.

ხელოვნება:

ს.გ.II.13. მოსწავლე აკავშირებს ნაწარმოების შინაარსს ყოველდღიურ ცხოვრებასა და საკუთარ გამოცდილებასთან. საუბრობს ნამუშევრის შინაარსზე და მასში გამოხატულ განწყობაზე. ამოიცნობს ხელოვნების ნიმუშებში ნაცნობ სიუჟეტებს, საგნებსა და მოვლენებს.

ბუნება:

ბუნ.II.10. მოსწავლე აღწერს მცენარეებისა და ცხოველების არსებობის ადამიანისათვის. ახასიათებს და აჯგუფებს მცენარეებსა და ცხოველებს ადამიანის მიერ მათი გამოყენების სფეროების მიხედვით. გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას ცოცხალი ორგანიზმებისათვის მიყენებული ზიანის მიმართ. ამოიცნობს ადმიანის მავნე ზეგავლენას მცენარეებსა და ცხოველებზე.

8. თანმიმდევრობა

( აქტივობა და დრო)

                                         აქტივობა I

გონებრივი იერიში.......... (5 წთ)
 
მიზანი: კომუნიკაციის, შემოქმედებითი აზროვნების , საკუთარი აზრის გამოთქმის, ინფორმაციის დახარისხების, მსჯელობის, შეფასების უნარ-ჩვევის გამომუშავება.
(მასწავლებელი სვამს კითხვებს და ყველა საინტერესო მოსაზრებას წერს დაფაზე. ყველაზე ფასეულ იდეას შეაფასებს მაღალი ქულით).
ვინ დაწერა “შვლის ნუკრის ნაამბობი” და რა იცით მის შესახებ?
ვაჟა-ფშაველა პირველ პირში მოგვითხრობს, თქვენი აზრით, რატომ?
როგორ ახასიათებს დაობლებული ნუკრი ადამიანს, რას საყვედურობს მას?
ყველაზე მეტად რის გარეშე ყოფნა უჭირს შვლის ნუკრს?

 შედეგი: (მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნას, რომ სიცოცხლე ალერსის, მოფერების, სიყვარულის გარეშე უაზროა).
                      
                                  აქტივობა II

T დიაგრამა.................................. (5 წთ)

მიზანი: ინფორმაციის შეკრებისა და დახარისხების უნარ-ჩვევების გამომუშავება. მონაცემების ანალიზისა და დასკვნის გამოტანის უნარ-ჩვევის გამომუშავება.
(მასწავლებელი დაფაზე ხაზავს თ დიაგრამას. მოსწავლეები შეავსებენ დიაგრამას იმის მიხედვით, თუ როგორი იყო ნუკრი დედასთან და დედის გარეშე. ყურადღებას გაამახვილებენ მოსწავლეები იმაზე, რომ ნუკრი უბედური გახადა ადამიანმა).
       მასწავლებელი მოსწავლეებს წაუკითხავს ნაწყვეტს ვაჟა-ფშაველას მოთხრობიდან “ია” (“რა შეუბრალებელია კაცი.... მერე ძირს ჩამოვარდა.....”) და  გამართავს დისკუსიას.

                                        

                                                     აქტივობა III


დისკუსია (მიკროფონის მეთოდი)...... (5 წთ)


მიზანი: მოსმენის უნარ-ჩვევის განვითარება. საკუთარი აზრის გამოთქმა და არგუმენტაცია. სხვისი აზრის მოსმენა_გათვალისწინება.

(მასწავლებელი შეახსენებს მოსწავლეებს, რომ სიტყვის თქმის უფლება აქვს იმ მოსწავლეს, რომელსაც გადაეცემა მიკროფონი).

მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს, რომ სადისკუსიო თემა იქნება ადამიანი და ბუნება. იგი კლასს მიმართავს კითხვებით:

მართლაც ასე დაუნდობელია ადამიანი, როგორც წაკითხული ტექსტიდან სჩანს?

გალაკტიონ ტაბიძის ერთ-ერთ ლექსში მონადირემ არ მოკლა ტყის მშვენიერი ცხოველი. როგორ ფიქრობთ, მარტო მშვენიერებამ გადაარჩინა ირემი, თუ ადამიანში ჩაბუდებულმა სიყვარულის გრძნობამ? ხალხურ ლექსში “ირემს” ავტორი თბილად ესაუბრება ხათუთას შვილების მიერ დაჭრილ ირემს. თქვენი აზრით, მოჩვენებითია ეს სითბო, თუ თანაგრძნობით გაჟღენთილი?

თქვენი აზრით, არიან ადამიანები, რომლებიც ზრუნავენ ცხოვეკებზე, ფრინველებზე ან მცენარეებზე?

ქართულის მასწავლებელი მიმართავს მუსიკის მასწავლებელს:

ქალბატონო ელზა, მწერალი ან პოეტი სათქმელს მხატვრული ხერხებით გადმოსცემს. როგორ გადმოსცემს სათქმელს მუსიკოსი მუსიკის საშუალებით?





                                             აქტივობა IV


მუსიკალური მელოდიის მოსმენა და მისი

შინაარსის ამოცნობა, როლური თამაში .. (10 წთ )

მიზანი : მოსწავლეები მოისმენენ და განიხილავენ მოსმენილ მუსიკალურ ნაწარმოებს.


შედეგი: მოსწავლეები მოისმენენ ბეთხოვენის V კონცერტის II ნაწილს და რახმანინოვის III საფორტეპიანო კონცერტის ნაწილს და შეძლებენ მოსმენილი მელოდიის მისადაგებას დაფაზე ჩამოწერილ ეპიზოდებთან:

ნუკრი დედასთან ბედნიერია;

საფრთხის მოლოდინი;

შემდგარი საფრთხე.

მოსწაბვლეები წარმოადგენენ მონსდირეების მიერ ტყეში გამართული ლხინის ინსცენერებას.

ქართულის პედაგოგი მიმართავს ხელოვნების მასწავლებელს კითხვით:

_ ქალბატონო ქეთი, როგორ ფიქრობთ რისი საშუალებით აღწევს მხატვარი განწყობის გადმოცემას?მოსწავლეები წარმოადგენენ მონaდირეების მიერ ტყეში გამართული ლხინის ინსცენერებას.

ქართულის პედაგოგი მიმართავს ხელოვნების მასწავლებელს კითხვით:

_ ქალბატონო ქეთი, როგორ ფიქრობთ რისი საშუალებით აღწევს მხატვარი განწყობის გადმოცემას?


                      
                                          აქტივობა
V

ნიკო ფიროსმანის ნახატების დათვალიერება .............. (5 წთ )

მიზანი :ხატვრის მიერ დახატულ პერსონაჟზე დაკვირვების უნარ-ჩვევის გამომუშავება. ნამუშევრის შინაარსისა და განწყობის ამოცნობა.

შედეგი : მოსწავლეები დაათვალიერებენ მასწავლებლის მიერ შერჩეულ ნახატებს (“შველი”, “დაჭრილი ირემი” და სხვა....) და შეძლებენ ნამუშევრის შინაარსისა და განწყობის ამოცნობას.

ქართულის პედაგოგი  ბუნების მასწავლებელს სთხოვს, აუხსნას ბავშვებს, თუ რა საშიშროება დაემუქრება ადამიანებს ცხოველებისა და მცენარეების ხელაღებით განადგურების შემთხვევაში.

                                             აქტივობა VI

 

გამაფრთხილებელი პლაკატების გაკეთება ................... (5 წთ )

მიზანი : მოსწავლეებმა გააკეთონ დასკვნა, რომ არ შეიძლება მცენარეებისა და ცხოველების განადგურება. გამოუმუშავდებათ ლოგიკური დასკვნის გაკეთების უნარ-ჩვევა.

შედეგი : გადმოსცემენ საკუთარ აზრს წერილობით, მიმართავენ საზოგადოებას კორექტულად, თხოვნით.

მასწავლებელი მოსწავლეებს წაუკითხავს ნაწყვეტს გურამ დოჩანიშვილის ნაწარმოებიდან “კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა”  (“შვლის ნუკრის ნაამბობის” წაკითხვისას შვლის მწვადი კი არ გაახსენდებოდათ, არამედ სულ სხვა რამ, უფრო მთავარი........”) და ბავშვებს მისცემს დავალებას: ”შვლის ნუკრის ნაამბობის” წაკითხვის შემდეგ.

                              

                                 აქტივობა VII

ჯგუფური მეცადინეობა ............. (10 წთ )

   მიზანი : თანამშრომლობის, ინფორმაციის შეგროვებისა და დამუშავების, საკუთარი აზრის გამოთქმის, ლოგიკური დასკვნის გაკეთების, დროის რაციონალური გამოყენების, კრიტიკული აზროვნებისა და შეფასების უნარის გამომუშავება.

შედეგი : მოსწავლეები კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობზე” და ამოიცნობენ მწერლის მთავარ სათქმელს.

გაკვეთილი სრულდება რევაზ ლაღიძის სიმღერით "ტყე შეუნახე შვილებსა".

9. შეფასება

ინტეგრირებული გაკვეთილის ჩატარების დროს გამოყენებული იქნა განმავითრებელი შეფასება:

“ყოჩაღ”, “კარგია”, “საინტერესოა შენი აზრი”, “უფრო მეტის ცოდნაა საჭირო”, “ყურადღებით წაიკითხე”, ”დაასაბუთე შენი მოსაზრება”.

დანართი 1

ჯგუფური მეცადინეობის შეფასების სქემა  

 

#

 

შეფასების დონეები

 

ქულები

1.

  2.

  3.

  4.

  5.

    6.

    7.

  8.

იცავს პირობის შინაარსობრივ მოთხოვნებს გასაგებად აყალიბებს აზრს საკუთარ მოსაზრებას ასაბუთებს წერს გარკვევით , გამართულად მუშაობს ჯგუფის წევრებთან ერთად ორიგინალურ , საინტერესო მოსაზრებებს აყალიბებს ავლენს ტექსტური მასალის ცოდნას ავლენს შემოქმედებით უნარს

1

  1

  1

 1

  1

                 1

2

  2

 

 

                              
დანართი 2

დისკუსიის დროს მოსწავლეებს ვაფასებ შემდეგი კრიტერიუმებით :  

 

#

 

შეფასების დონეები

 

ქულები


1.

2.

  3.

  4.

    5.

  6.

  7.

აქტიურადაა ჩაბმული დისკუსიაში გამოთქვამს საკუთარ აზრს და მსჯელობს ლოგიკურად ითვალისწინებს სხვების აზრს გამოთქვამს ორიგინალურ , განსხვავებულ მოსაზრებას ყურადღებას ამახვილებს ლექსიკაზე აკეთებს ლიტერატურულ პარალელებს ავლენს შემოქმედებით უნარს

1

  2
 1

  2

  1

  2

  1

 

დანართი 3„

დიაგრამის შევსების დროს მოსწავლეებს ვაფასებ შემდეგი კრიტერიუმებით:

 

#

 

შეფასების დონეები

 

ქულები

1.

  2.

  3.

  4.  

5.

6.

  7.

 

 

 

ჩართულია მუშაობის პროცესში ავლენს ტექსტური მასალის ცოდნა ტექსტში მოცემულ მასალას იყენებს   მიზანმიმართულად ზუსტად აფასებს მოვლენებს , პერსონაჟთა ქცევებს პატივს სცემს თანაკლასელთა აზრს ზუსტად ამოიცნობს პერსონაჟთა ემოციებს , დამოკიდებულებებს ყურადღებას ამახვილებს ლექსიკაზე

1

  2

  2

2

  1

  1

  1

 

 

 

 

 

10. საკლასო მენეჯმენტი _ საგანმანათლებლო რესურსები

1)კომპიუტერი (ამ გაკვეთილის ჩატარება შესაძლებელია ერთი კომპიუტერის არსებობის შემთხვევაშიც).
2)მაგნიტოფონი.
3)ვაჟა-ფშაველას “შვლის ნუკრის ნაამბობი”.
4)ხალხური ლექსი “ირემს”.
5)ვაჟა-ფშაველას “ია”.
6)გ. დოჩანაშვილის “კაცი, რომელსაც ლიტერატურე ძლიერ უყვარდა”.
7)რევაზ ინანიშვილის “მუხა”.
8)გალაკტიონ ტაბიძის  ლექსი . . . (ირემი).
9)ნიკო ფიროსმანაშვილი, გამომცემლობა “საბჭოთა საქართველო”, თბილისი 1965წ.
10)უოლტ დისნეის მულტიპლიკაციური ფილმი “ბემბი”
11)იროდიონ ევდოშვილის “უბედური ქორბუდა”.
12)ანა კალანდაძის “თუთა”.
13)რახმანინოვის III საფორტეპიანო კონცერტი.
14)ბეთჰოვენის V კონცერტის II ნაწილი.
15)რევაზ ლაღიძის “ტყე შეუნახე შვილებსა”.
16)დაფა, ფორმატი, მარკერი, ცარცი, წებოვანი ფურცლები, საწერი კალამი, რვეული.   ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები და რესურსები:

ა)  openoffice.org
 ბ)  www.goodle.ge
 გ) wikipedia.


Georgian

Creative Commons License