cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

MultimediaMaterial

    No tags

ცნობილი ადამიანები . თანამედროვე თელეთი

by ნინო კენჭაძე — last modified 2011-01-08 10:49 Share

თელეთს არაერთი შესანიშნავი და საამაყო შვილი ჰყოლია. მათ შორის შეიძლება დავასახელოთ მეფე ერეკლეს გმირი გლეხი შავერდა მღებრიშვილი, რომელმაც დიდი სიმამაცე და გამბედაობა გამოიჩინა 1847 წელს თაბორის ციხის აღების დროს. თელეთიდან იყო წარმოშობით გამოჩენილი თეატრმცოდნე, დრამატურგი, მსახიობი და საზოგადო მოღვაწე ალექსანდრე სუმბათაშვილი – იუჟინი.

სოფელ წალასყურის მკვიდრი იყო ცნობილი ქიმიკოსი, მეცნიერი და საზოგადო მოღვაწე, ოდესის უნივერსიტეტის რექტორი ვასილ პეტრიაშვილი, რომელიც იყო ამასთანავე უდიდესი ქველმოქმედი.
თელეთელები მონაწილეობდნენ I-II მსოფლიო ომებში.
თელეთი დღესაც არაერთი გამოჩენილი და სახელოვანი შვილის აღმზრდელია. ისინი წარმატებით მოღვაწეობენ სამეცნიერო, პედაგოგიური, პოლიტიკური, კულტურული, ეკონომიური და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვა სფეროებში. გვყავს წარმატებული სპორტსმენები, რომლებსაც საქართველოს სახელი გააქვთ საერთაშორისო ასპარეზზე.
თელეთელებმა აქტიური წვლილი შეიტანეს საქართველოს ეროვნულ მოძრაობაში, გაერთიანებასა და გამთლიანების საქმეში.
თელეთის სკოლის აღზრდილია საქართველოს მერვე მოწვევის პარლამენტის დეპუტატი დავით მახნიაშვილი.   1989 წელს დაინიშნა სოფელ თელეთის გამგებლის მოადგილედ, 2002 წლიდან მუშაობას აგრძელებდა გამგებლის თანამდებობაზე. 2003 წლიდან არჩეულ იქნა გარდაბნის რაიონის საკრებულოს თავჯდომარედ, ხოლო 2005 წელს დაინიშნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლად. 2007 წლის საპარლამენტო არჩევნებში არჩეულ იქნა გარდაბნის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარ დეპუტატად. მის  სახელს უკავშირდება რიგი მნიშვნელოვანი პროექტების ნუსხა, რომელიც რაიონისა და კერძოდ სოფელ თელეთის მკვიდრთა ცხოვრების პირობების გაუმჯობესებას ემსახურება. სწორედ მისი უშუალო ინიციატივით და მთელი სოფლის ძალისხმევით აღდგენილ იქნა მამა დავითის ეკლესია სოფელ წალასყურში.

თელეთის მკვიდრია ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ეკონომიკის აკადემიური დოქტორი ნანა ასლამაზიშვილი, იგი არის ევროპული უნივერსიტეტის პროფესორი და სამეცნიერო საბჭოს წევრი, არის სამი წიგნის ავტორი და ცხრა წიგნის თანაავტორი.

წარმატებულ სამეცნიერო ეკონომიკურ საქმიანობას ეწევა  ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი მარიამ ვარდიაშვილი.

ივ. ბერიტაშვილის სახელობის ფიზიოლოგიის ინსტიტუტის დირექტორია  თელეთის მკვიდრი ნარგიზ ვარდიაშვილი-ნაჭყებია, რომელთაგანაც უმეტესობა უცხოურ სამეცნიერო ჟურნალებშია გამოქვეყნებული. მისი ხელმძღვანელობით არაერთი სადიპლომო ნაშრომი და სადოქტორო დისერტაციაა შესრულებული. სამეცნიერო მუშაობასთან ერთად ნარგიზ ნაჭყებია პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა და კითხულობს ლექციებს ზოგადი ნეირო ფიზიოლოგიის დარგში.
სამედიცინო სფეროში დიდი წარმატებები აქვთ: მანანა კიკოლაშვილს, თამარ ვარდიაშვილს, ნინო ხარაძეს, მ. კენჭაძეს, გ. ვარდიშვილს.

თბილისის სახლმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრანტია ნინო ივანიშვილი, რომელმაც წარმატებით დაამთავრა თბილისის, გოეთეს ინსტიტუტი  უმაღლესი საფეხური.
ივანე ივანიშვილი ჟურნალ „ კაპიტალის“  მთავარი მენეჯერია და მუშაობს დისერტაციაზე. იგი მუშაობს მედია ჰოლდინგ ჯორჯიან ბიზნეს კოსტანტში, ბიზნეს მენეჯერად. სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების მაგისტრანტები არიან: ნ. პეტრიაშვილი, ნ. პეტრიაშვილი, მ. ბუდაღაშვილი, მ. ჭეშმარიტაშვილი,  ც. ხახვიაშვილი.
ჩვენი სკოლის კურსდამთავრებული ალეკო ვარდიაშვილი სპორტის სახეობა კინგ-ბოქსიში იაპონიაში მოიპოვა ჩემპიონის ტიტული ხუთგზის, იტალიაში, რუსეთში, უკრაინაში, თურქეთში.
ჩვენს სკოლაში სწავლობენ სახელგანთქმული სპორტსმენები: დ. მერაბიშვილი – სპორტის სახეობა ძიუდოში არის თბილისისა და საქართველოს ჩემპიონი, მონაწილეობდა 2008 წლის ევროპის ჩემპიონატში მალტასა და ბოსნიაში. წარმატებით იასპარეზა ანკარა, ანტალია, პრაღასა და ვარშავაში.
საქართველოს ჩემპიონია სანდრო ამინაშვილი სპორტის სახეობა – თავისუფალ ჭიდაობაში. წარმატებით ასპარეზობს საქართველოსა და საერთაშორისო სარბიელზე.
საქართველოს ჩემპიონია რევაზ ივანიშვილი თავისუფალ ჭიდაობაში.
ჩვენი სკოლის მოსწავლეები ცეკვავენ ქორეოგრაფიულ ანსაბლ შავნაბადაში. მისი წევრები ა. გოგრიჭიანი, ჯ. მათიაშვილი და შ. კენჭაძე გასტროლებზე იყვნენ სამხრეთ ამერიკაში.
ნ. ასლამაზიშვილი მღერის „12 მტრედის“  სტუდიაში.

მრავალი ღირსეული ადამიანის აღმზრდელი ჩვენი სკოლა 1960 წელს არის აშენებული, მანამდე წმინდა გიორგის ეკლესიასთან ფუნქციონირებდა იგი. დღეს ჩვენი სკოლა მოსწავლეთა გაზრდილ კონტიგენტს ვეღარ იტევს. გაფართოებას საჭიროებს გვინდა ჩვენი სკოლა უფრო თანამედროვე და კეთილმოწყობილი გახდეს. გვაქვს საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, თელეთის საფეხბურთო სკოლა; ყველა კადრი სკოლაშიც და სამედიცინო პუნქტშიც ადგილობრივია. დღეს სკოლას ხელმძღვანელობს ნ. მერაბიშვილი. სოფელში დღეისათვის მრავალი სასიკეთო გარდაქმნა ხორციელდება: დასრულდა გაზიფიკაციის პროცესი, ადგილებზე გაყვანილია სასმელი წყალი, შეკეთდა გზები, აშენდა სოფლის პროდუქტების გადამამუშავებელი მაღალი ტექნოლოგიებით საწარმო, მაგრამ გასაკეთებელი კვლავ ბევრია, სოფლის მოსახლეობას აწუხებს უმუშევრობის  პრობლემა. თელეთი ერთერთი ახლომდებარე სოფელია ჩვენს დედაქალაქთან, თანაც მთავარ სატრანსპორტო გზატკეცილზე მდებარეობს.ამიტომ ეს პირობები მნიშვნელოვანია  წარმოების აღორძინებისათვის, რათა ქალაქის მოსახლეობა მომარაგდეს სასოფლო სამეურნეო და მეცხოველეობის ახალთ-ახალი პროდუქტებით.   

ცნობილი ადამიანები .  თანამედროვე თელეთი - Gamosvla Moxsenebit.gif

ცნობილი ადამიანები .  თანამედროვე თელეთი - ????025 copy.jpg

ცნობილი ადამიანები .  თანამედროვე თელეთი - 18112008452.jpg

ცნობილი ადამიანები .  თანამედროვე თელეთი - 18112008456.jpg

ცნობილი ადამიანები .  თანამედროვე თელეთი - 18112008458.jpg