cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

    No tags

ნაძალადევის რაიონი. (ხუდადოვი)

by Nino Kirtadze — last modified 2011-01-08 14:30 Share
ნაძალადევის რაიონი თბილისის ერთ_ერთი ძველი უბანია. ადრე აქ თითქმის არ ყოფილა დასახლება, მაგრამ შემდეგ თანდათან სოფლებიდან დაიწყეს ჩამოსახლება და ძალით დასახლება, ამიტომაც დაერქვა ამ ადგილს ნაძალადევი ანუ ,,ნახალოვკა" ე.ი. ძალად დასახლება.
ნაძალადევის რაიონი მდებარეობს თბილისის ჩრდილო_დასავლეთ ნაწილში.
ხუდადოვი ერთ_ერთი ქუჩაა სადაც ჩვენი სკოლა მდებარეობს. ეს ქუჩა იწყება გადასასვლელი ხიდიდან და მთავრდება ხუდადოვის ტყესთან. აქ მდებარეობს ჯვარგუმბათოვანი ეკლესია ,,ივერიის ღვთისმშობლისა”, რომელიც აუშენებიათ VI საუკუნეში. ამ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა. 1931 წელს ეკლესია აბანოდ გადაკეთდა. წლების განმავლობაში ხალხმა არც კი იცოდა ეკლესიის არსებობა, აბანო გაფართოვდა, ქიმწმენდის საამქროებიც კი შეიქმნა.
მაგრამ XX ს. 90_იან წლებში უკვე დაიწყო ეკლესიის აღდგენა. ნაძალადევის ,,ივერიის ღვთისმსშობლის” ტაძრის აღდგენას სათავეში ჩაუდგა მამა ვახტანგ ასათიანი. დღეს ტაძარი ამაყად გადმოჰყურებს თავის მრევლს და იცავს მათ. ამ ადგილას ადრე სასაფლაო ყოფილა. 1905_1907 წ. რუსეთის პირველი ბურჯუაზიული რევოლუციის დროს ნაძალადევი გამხდარა მუშათა და გლეხთა თავშეყრისა და დემონსტრაციების ადგილი.
სკოლის უკან მდებარეობს ხუდადოვის ტყე. მას სახელი ეწოდა ექიმ ნ.ხუდადოვის გვარის მიხედვით, რომელმაც 1893 წელს აქ ტყის მასივი გააშენა. 1905 წლის დეკემბერში, ბურჟუაზიულ_დემოკრატიული რევოლუციის დროს, ,,ხუდადოვის ტყეში” შეიკრიბნენ გაფიცულნი, მოეწყო მთავრობის საწინააღმდეგო რევოლუციური გამოსვლა. 16 დეკემბერს გაიმართა ხალხმრავალი მიტინგი, 18 დეკემბერს მეფის ჯარები სასტიკად გაუსწორდნენ მანიფესტანტებს. ,,ხუდადოვის ტყეში” რევოლუციის მსხვერპლთა სასაფლაოა. აგებულია მათი ხსოვნის ობელისკი.
ეს ტყე სულ ნაძვნარია. ადრე ტყე დაბურული იყო. მასში მგელი, ციყვი ბინადრობდა, მაგრამ ეხლა ტყის ნაწილი გაკაფულია და ცხოველებიც განადგუდნენ.
მთელი ხუდადოვის ქუჩის გასწვრივ დარგულია კაკლის ხეები.
ხუდადოვის ტყის გვერდით მდებარეობს ტუბ.დისპანსერი.
მრწამსის მხრივ აქ ცხოვრობს მართმადიდებელი მოსახლეუბა.