cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
Log in     Join

MultimediaMaterial

მგელი (ვაჟა-ფშაველას ”ამოდის, ნათდებას” მიხედვით)

by ინგა ქანთარია — last modified 2011-01-08 03:36 Share

გაკვეთილის  თემა

მგელი

სწავლების  საფეხური

მე-7-კლასი

ინტეგრირებული

ქართული-ბიოლოგია

 

მოსწავლეთა რაოდენობა

26

მიზანი

გაკვეთილის მიზანია მოსწავლეებმა მოიპოვონ  ინფორმაცია მგლის ყოფა-ცხოვრების  შესახებ და  დავუკავშიროთ მხატვრულ ტექსტებს, არსებობს გაბატონებული აზრი,რომ მგელი ძალზე სასტიკი და სისხლისმღვრელი ცხოველია.ასევე არსებობს საპირისპირო მოსაზრებაც ქარტულ და უცხოურ ლიტ-სი მგლის გულისხმიერების შესახებ, ამიტომ ვატარებ შემაჯამებელ გაკვეთილს რომელშიც შედის რამდენიმე პარაგრაფი.თუ ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში მგელი სუსტი და დამარცხებული არსებაა და  მოსალოდნელია მოსწავლეებში სიბრალულუი გამოიწვიოს, შევადარებთ ვაჟა-ფშაველას ცნობილ მოთხრობას ‘’ამოდის, ნათდება’’ სადაც მგლები სასტიკ ცხოველად გვევლინებიან.რ.კიპლინგის წიგნში ’’მაუგლი’’ მგლები ’’კეთილები’’ არიან, რომელიც მოგვითხრობს როგორ გადაარჩინეს და შეიფარ5ეს მგლებმა ბავშვი.

სეტონ-ტომპსონის მოთხრობის ნაწყვეტში აღწერილია სასტიკი და დაუმარცხებელი მგელი ლიბო, რომელიც მოსვენებას არ აზლევს მწყემსებს    

ეროვნული  სასწავლო გეგმით  განსაზღვრული მისაღწევი  შედეგები

მოსწავლეები  ინტერნეტში იძიებენ მასალებს მგელის  აგებულების,  ყოფა-ცხოვრების’ შესახებ, უკავშირებენ  მხატვრულ  ლიტერატურას   ქმნიან ფოტო  და  ვიდეო  მასალას. აკავშირებენ  ბიოლოგიასთან,  რათა მოპოვებული  მასალები  უფრო  არგუმენტირებული და  დამაჯერებელი  გახდეს.

;თანმიმდევრობა,აქტივობა და  დრო.

გაკვეთილი  იწყება  ყინულის  გალღობით,  მოსწავლეები იყოფიან  ჯგუფებად  ბიოლოგებად და  ლიტერატორებად,ბიოლოგები  კომპიუტერის  მეშვეობით აჩვენებენ  მგლის  სტრუქტურას’ აგებულებას, ყოფა-ცხოვრების  წესებს.(10წთ)

 

ლიტერატული  ჯგუფი  კი  მოიშველიებს  უკვე   ნასწავლ  მასალებს  და   გაამყარებს  არგუმენტებით.(10წთ)

 

მოხდება  ჩვენება   წინასწარ  მოძიებული ფერადი  სლაიდების ,დაედება  მუსიკალური  ფონი,  ვაჩვენებ  ნაწყვეტს  მულტფილმიდან  ’’’მაუგლი’’’(10წთ)  

შეფასება                                      ვაფასებ  განმსაზღვრელი  პრინციპით ჯგუფის  პრეზენტატორს4მოსწავლეს.

 

გამოყენებული  რესურსები  ;      კომპიუტერი ,ინტერნეტი;პრინტერი’ სურათები,თავად  შექმნეს  ნახატები,  ვიდეო  მასალა’პროექტორი.