cs | de | en | es | et | fi | fr | hu | ka | lt | pl | pt-br | ro | ru | se
We are migrating LeMill database and the service is in read-only mode. You can browse LeMill, but not log in or edit content. Announcement about the future of LeMill will be made in this space during week 8-12.12. 2014.

LessonPlan

    No tags

ვაჟა ფშაველა "შვლის ნუკრის ნაამბობი"

by თამარ ქობელაშვილი — last modified 2011-10-24 15:56 Share

გაკვეთილის გეგმა

1.      თემა

ვაჟა-ფშაველას „შვლის ნუკრის ნაამბობი“ (ნაწყვეტი) არსებითი სახელი ბრუნებასთან დაკავშირებული მართლწერის საკითხები- ორი მ.

2.      სწავლის საფეხური

IV-კლასი

3.      გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც მნიშვნელოვანია ადამიანისა და ბუნების უწყვეტი კავშირი. აქტუალურია, რომ ბუნებას (ფლორას და ფაუნას) დაცვა სჭირდება. ზოგიერთი ცხოველი და მცენარე გადაშენების პირასაა, სახელმწიფო ზრუნავს მათ დაცვაზე, ქმნის დაცულ ტერიტორიებს ე.წ. ნაკრძალებს სადაც შემონახულია იშვიათი ჯიშის ცხოველები და მცენარეები.

4.      გაკვეთილის მიზნები და შედეგები

-მხატვრული ტექსტის კითხვა და ანალიზი

-საგანთაშორისო კავშირი ეკოლოგიასთან

-წაკითხულის მიმართ საკუთარი აზრის გამოხატვა

-კრიტიკული აზრის განვითარება

-გაბმულ მეტყველებაში ვარჯიში

-ტექსტის თხრობა III პირში

-მართლწერის საკითხები-ორი მ.

-წყვილში მუშაობა

IV.1. თხრობისას იყენებს ავტორისეულ ლექსიკას

IV.3. ხმამაღლა კითხულობს შერჩეულ ნაწყვეტს ტექსტიდან და გამოხატავს ემოციებს. მეტყველებს გარკვევით, მკაფიოდ.

IV.6. საკუთარი სიტყვებით გადმოსცემს ტექსტის ან ცალკეული მონაკვეთის შინარსს.

IV.10. აგებს მარტივ ტექსტს. ესაუბრება ლიტერატურულ გმირს.

IV.11. ქმნის ნაწარმოების დასასრულის წერილობიტ ვერსიას.

IV.12. მართებულად იყენებს არსებითი სახელის ბრუნვასთან დაკავშირებულ მართლწერის საკითხებს.

5.      წინარე ცოდნა

კითხვების საშუალებით გაიხსენებენ ცნობებს მწერლის შესახებ. ჰყვებიან ნაწყვეტებს ნასწავლი ლექსებიდან და მოთხრობებიდან.

6.      შეფასების საგანი და პროცედურები

-ტექსტის კითხვა და გააზრება

-საკუთარი აზრის გამოხატვა, მისი დასაბუთება ტექსტიდან მოყვანილი ნაწყვეტებით.

-III პირში თხრობა

-გრამატიკული ბლოკი. მოცემული სიტყვებით შეადგინეთ წინადადებები, რომელშიც არსებითი სახელი იქნება მოთხრობით ბრუნვაში. (მოცემული სიტყვების ფუძე მთავრდება მ/თანხმოვანით).

-წყვილებში მუშაობა.

7.      სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო,

აქტივობის რვეული, დაფა, ცარცი

 კომპიტერი, ინტერნეტი, პროექტორი

8.      გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი

A ფაზა (გამოწვევა) -5წთ

მასწავლებელი მოსწავლეებს აწვდის მოკლე ინფორმაციას მწერლის შესახებ. (პროექტორით, დახურულ დაფაზე, მოსწავლეები ხედავენ შველს, არწივს, ტყეს, ნუკრს, ჭექა ქუხილის სურათს და მასწავლებელი საუბრობს ბუნების დაცვის, ტყეების განადგურების, ჰაერის დაბინძურების შესახებ) ვაჟა-ფშაველა (ლუკა რაზიკაშვილი) დაიბადა ჩარგალში, უყვარდა ბუნება, ამიტომაც ღრმად ჩასწვდა მის საიდუმლოს. ბედნიერი ერი ვართ!-ვაჟა გვყავდა... იხსენებენ ვაჟას შემოქმედებიდან ნაწყვეტებს. კითხულობენ ასახსნელ მასალის სათაურს „შვლის ნუკრის ნაამბობი“

I-აქტივობა. იხსნება დახურული დაფა.

-დაფაზე წინასწარ დახაზულია სქემა „ვიცოდი, ვისწავლე, მინდა ვიცოდე“

B ფაზა (შინაარსის რეალიზება) 30 წთ.

II-აქტივობა. 3წთ. რაზე მიგვანიშნებს სათაური? თქვენი აზრით რაზე იქნება საუბარი ამ მოთხრობაში?

რა იცით შვლის ნუკრზე?

პასუხები ფიქსირდება სქემაზე „ვიცოდი“ განყოფილებაში.

III-აქტივობა. 22 წთ.

ტექსტს თავიდან ბოლომდე კითხულობს კითხვაში გაწაფული მოსწავლე გამომეტყველებით, შემდეგ ტექსტ კითხულობენ ნაწილ-ნაწილად, გზა და გზა ხსნიან გაუგებარ სიტყვებს, იყენებენ „სიტყვის სალაროს“

IV-აქტივობა. 5 წთ

ტექსტის ანალიზის  გასარკვევად დასასმელი კითხვები.

-რა არის შვლის ნუკრის სადარდებელი?

-(პაწაწა ვარ ობოლი...)

-რა აწუხებს მას ყველაზე მეტად?

-რატომ საყვედურობს ადამიანს?

-ადამიანის რა თვისებები ჩანს ტექსტში?

(ტექსტში ეძებენ სათანადო ადგილებს და ასაბუთებენ საკუთარ მოსაზრებებს)

V-აქტივობა. 5 წთ.

წყვილებში მუშაობა  „გასაუბრება შვლის ნუკრთან“-ერთერთი  დასვამს შეკითხვას, მეორე კი ნუკრის მაგივრად პასუხობს, კითხვა პასუხი ფიქსირდება რვეულში.

 

 

C-ფაზა (გამთლიანება/ რეფლექსი) 10 წთ

VI-აქტივობა.4 წთ. ღია კითხვები

-რა არის ამ ტექსტის მთავარი სატქმელი.

-რა  საერთო აქვს ამ ტექსტის წინა გაკვეთილზე ნასწავლი რ.ინანიშვილის მოთხრობასთან „შემოდგომის დღე“

-ავლებენ პარალელს ნასწავლსა და ახალ მასალას შორის, მათ შორის საერთოს.

-როგორია თქვენი აზრი ტექსტისადმი?

რას შეცვლიდით? როგორ დაასრულებდით?

VII-აქტივობა. 2წთ.

ავსებენ სქემას „ვისწავლე“

VIII-აქტივობა. 3წთ.

გრამატიკული ბლოკიდან იხსენებენ არსებითი სახელის

ბრუნებას, ბრუნვის ნიშნებს, არსებითი სახელის ფუძის მონახვა, მართლწერის საკითხები ორი-მ მოთხრობით ბრუნვაში.

საშინაო დავალება: ტექსტის მოყოლა  III-პირში.

სქემის დასრულება „მინდა ვიცოდე“

წერითი სამუშაო: დავ.#4 (აქტივობის რვეული)

 

 

Language and literature
4th grade